სიების შემდეგ მანდატებზე უარი - სამი კოალიციის წევრები პარლამენტში განცხადებებს, სავარაუდოდ, დღესვე შეიტანენ

27.11.24 11:59
სიების შემდეგ მანდატებზე უარი - სამი კოალიციის წევრები პარლამენტში განცხადებებს, სავარაუდოდ, დღესვე შეიტანენ

სიების შემდეგ მანდატებზე უარი - სამი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები და საპარლამენტო სიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად ემზადებიან და მანდატებზე უარს ოფიაციალურად  იტყვიან. ოპიზიციონერები ამ მოთხოვნით შესაბამის კომიტეტს ინდივიდუალურად მიმართავენ და არაკონსტიტუციურ პარლამენტში შესვლაზე უარს კიდევ ერთხელ წერილობით იტყვიან. სამი პროევროპული პარტიის სიები ცესკომ ოფიციალურად ჩახსნა, ახლა კი პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

უკვე ცნობილია, რომ განცხადების დასაწერად პირველი პარლამენტში კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები მივლენ. 

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დღესვე შეიტანს, ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ ცესკოს მიერ დაწერილი, გაყალბებული რიცხვებით იღებს მანდატებს, ყველა ეს ადამიანი დაწერს დღეს ინდივიდუალურად განცხადებას საქართველოს ამ რრაც შენობაში. პარლამენტი უკვე აღარ ჰქვია. ამის შემდეგ პროცესი როგორ გაგრძელდება, კაცმა არ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ნება არის ეს. არ არსებობს პარლამენტი, თავიდან ბოლომდე არალგიტიმურია. უკვე იმაზეც აღარ არის საუბარი, რომ არჩევნები მიიტაცეს და გააყალბეს, კონსტიტუციის დარღევით შეიკრიბნენ და თავის თავს რაღაცეებს ეძახიან. შაპიტოა ჩვეულებრივი ბიძინასი, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

მანდატებზე უარის თქმას აპირებენ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. ხატია დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პრიობებში საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ოპოზიციის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება. 

მანდატების გაუქმება იქნება უკვე საბოლოო დასტური იმის, რომ ერთპარტიულია ეს პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არის მიტაცებული არჩევნების და ყველაზე უფრო მძიმე - რუსული რეჟიმის მმართელობის გამოხატვა. მე ვერ გეტყვით, ზუსტად როდის დაიწერება მანდატებზე განცხადება, სიები ჩახსნილია, როგორც იცით. უახლოეს პერიოდში იქნება მანდატებიც და მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის, ყველა პრივილეგია და  საპარლამენტო საქმიანობა, ამ რეჟიმის პირობებში არის მხოლოდ და მხოლოდ ანტოისახელმწიფოებრივი ოპოზიციის მხრიდან, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მანდატების გაუქმებას მოითხოვს "ძლიერი საქართველოც".  

ჩვენ საზოგადოებას განვუცხადეთ, რომ არ ვაპირებდით ლეგიტიმაციის მიცემას იმ ყალბი თავყრილობისთვის, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა და ვაპირებთ, რომ კიდევ დამატებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მოვიყვანოთ სისრულეში. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი სიის ჩახსნასთან დაკავშირებით, რომელიც დაკმაყოფილდა და უკვე ამის შემდგომ ვიმოქმედებთ ისე, როგორც საზოგადოებას განვუცხადეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან იქნება აღსრულებული, - ამბობს საბა ბუაძე.