მეტს ვერაფერს გეტყვით, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი არ ვარ, კულტურის მინისტრი ვარ - რუხაძე გელათის რეაბილიტაციაზე

27.11.24 12:23
მეტს ვერაფერს გეტყვით, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი არ ვარ, კულტურის მინისტრი ვარ - რუხაძე გელათის რეაბილიტაციაზე

გელათის განადგურების საქმე - კულტურის ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე ამბობს, რომ გელათის საკითხზე კონკრეტული კომიტეტი მუშაობს, რომელშიც ასევე ჩართულები არიან საერთაშორიოს ექსპერტები.

მინისტრის თქმით, ის იმყოფებოდა ისტორიული ძეგლის მოსანახულებლად და აცხადებს, რომ ის, ბუნებრივია, აიღებს პასუხისმგებლობას. 

“მეტს ვერაფერს გეტყვით, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი არ ვარ, კულტურის მინისტრი ვარ “, - ამბობს რუხაძე.

გელათს კომიტეტი მართავს, ამ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს აქტიური სამუშაო შეხვედრები, როგორც კი დავიგეგმებით აუცილებლად გეტყვით. მიდგომები არ შეიცვლება, რადგან ისინი კარგად მუშაობენ, საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულები საქმეში და ძალიან კარგად მიდის  მეთოდოლოგიები, როგორ და რანაირად. მე მეტს ვერაფერს გეტყვით, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი არ ვარ, კულტურის მინისტრი ვარ  და დარგის ექსპერტებმა თვითონ უნდა თქვან ყველაფერი“, - ამბობს რუხაძე. 

2018-19 წლებში გელათის სახურავის სარემონტო სამუშაოების შედეგად, ტაძარში წყალი ჩავიდა, რის შემედგაც შეუქცევადი პროცესები დაიწყო. 2021 წელს გელათის რეაბილიტაციის საქმეში იტალიური ასოციაცია ჩართო, თუმცა დაზიანებები ტაძარში ისევ გრძელდება. უკვე მაისის თვეში გელათის მართვა საპატრიარქომ გადაიბარა. 

მთავრობის მიერ შექმნილი რესტავტრატორების ჯგუფმა პირველი ანგარიში გასულ წელს გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ გელათის უნიკალური ფრესკები ნადგურდება და გადარჩენა შეუძლებელია.

ექსპერტების თქმით, არის მხატვრობის ნაწილი, სადაც რესტავრაცია შეუძლებელია, ავთენტური სახე იკარგება და  დაზიანებები ისევ აქტიურ ფაზაშია.