ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა

27.11.24 11:15
ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა

რვა დღიანი პატიმრობის შემდეგ, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულმა აქტივისტმა ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა.

ის საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად იზოლატორში შიმშილობდა.

წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ასევე 19 ნოემბრის დილას, აქციაზე დაკავებულმა დავით წოწორიამაც. 

ორივე აქტივისტი 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. მათ სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.