ახალციხის კლინიკაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა

19.03.21 17:37
ახალციხის კლინიკაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა

 საგამოძიებო მოქმედებები ახალციხის კლინიკაში გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ. პირველების ინფორმაციით,  ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გარკვეული სახის დოკუმენტები. გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. 

ახალციხის კლინიკა,,იმედში" 27 წლის ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ასტრაზენეკას მედიკამენტით გუშინ გაუკეთეს. ექთანი ვაქცინაციიდან ნახევარ საათში ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, სადაც დღეს გარდაიცვალა.