როგორ გაყალბდა არჩევნები - ნინო ლომჯარია გამომძიებლებთან მტკიცებულებებით მივიდა
არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს - ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს ყოფილი სახალხო დამცველი პასუხობს.
სახალხო დამცველი პროცესზე იმ ათობით სამხილით და ვიდეო ჩანაწერით მივიდა, რომელიც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბებას ადასტურებს.
მტკიცებულებებს შორის არის ისეთი სამხილებიც, რომელიც ყოფილი ომბუდსმენის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და შეფების წინააღმდეგ პირდაპირ - სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველია.
მოსული ვარ მტკიცებულებებით, მზად ვარ ყველა იმ განცხადებაზე, რაც გაგვიკეთებია, წარმოვადგინო შესაბამისი მტკიცებულებები. გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებიც და ამიტომ მე ინფორმაციას მივაწვდი, რომ ირღვეოდა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც დანაშაულად აცხადებს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას, ხმის ფარულობის დარღვევას, ამომრჩევლის მოსყიდვას, დეტალური იქნება ეს ინფორმაციები, თავისი მტკიცებულებებით.
ობიექტურობის მოლოდინი არ მაქვს ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უზურპირებულია. ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარიზმში“, - განაცხადა ლომჯარიამ გამოკითხვის დაწყებამდე.
არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე უკვე დაიკითხნენ ორგანიზაციის სხვა წევრებიც: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.