"ოცნების" წევრ შოთა ბერეკაშვილის კომპანიას თბილისის მერიასთან 22 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამი პროექტი აქვს

27.11.24 20:19
"ოცნების" წევრ შოთა ბერეკაშვილის კომპანიას თბილისის მერიასთან 22 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამი პროექტი აქვს

"ქართული ოცნების" სიის მე-16 წევრის, შოთა ბერეკაშვილის მიერ დაფუძნებულ BK Construction-ს თბილისის მერიასთან სამი მიმდინარ პროექტი აქვს, რომელთა ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ საუბარია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ოთხ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ორში – უკონკურენტოდ.

კომპანია BK Construction-მა უკვე ჩააბარა ერთი პროექტი, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ლარი იყო. თვითაღიარებული დეპუტატი ბერეკაშვილი რუსული კანონის მხარდამჭერიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის საგრანტო კონკურსში.

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, შოთა ბერეკაშვილის რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

მსგავსი სიახლეები