თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

27.11.24 21:57
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები