ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის

28.11.24 10:47
ევროპარლამენტი  საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას რამდენიმე საათში დაამტკიცებს. დოკუმენტით ევროპელი პოლიტიკოსები ითხოვენ, "ოცნების" ლიდერების დასანქცირებას და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას და ხელახლა ჩატარებას. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის თანახმად,  ევროდეპუტატები ოლიგაქარს ივანიშვილის გარდა, კობახიძის, კალაძის ღარიბაშვილის და პაპუაშვილის სანქცირებასაც ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის "ოცნების" დამფუძნებლისთვის ევროპის ტერიტორიაზე არსებული მისი ქონების სრულ გაყინვაზე. რეზოლუციას მხარს ევროპარლამენტის ხუთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს. 

რეზოლუციას ევროდეპუტატები კენჭს თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე უყრიან. ოპოზიცია ამ დოკუმენტს "მნიშვნელოვანს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის საშუალება, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი დაიბრუნოს. 

ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება არჩევნების არაღიარებაზე. ეს არის უმნიშნელოვანესი რეზოლუცია, რომელმაც უნდა გასაზღვროს ახლა უკვე აღმასრულებელი სტრუქტურების მოქმედება იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და ამის ერთადერთი შანსი არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა. 

მსგავსი სიახლეები