სტიქია ბათუმში - დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები

28.11.24 13:43
სტიქია ბათუმში - დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები

ბათუმში სტიქიამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უამინდობასთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

„სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი გამოწვევები შექმნა ბათუმში. დაახლოებით 90 მისამართიდან შემოსულია მოქალაქეების განაცხადები მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით. თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.

ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ბათუმელს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურდება და დაუკმაყოფილდება ის მოთხოვნები და ხარჯები, რაც სტიქიის შედეგად მიადგება. მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება უამინდობა, შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მერთან ერთად, ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

 

მსგავსი სიახლეები