უფარშევანგო გალიების შემდეგ, ქობულეთის მერიამ მოსახლეობა ახალი შედევრით გააოცა
ქობულეთის მერიის მორიგი „შედევრი“ მუნიციპალიტეტში. უფარშევანგო გალიების შემდეგ, ადგილობრივები იოვანე ხინოწმინდელის ბიუსტის ადგილმდებარეობით არიან გაოცებულები. მერიამ ბიუსტი ავტობანთან, დაჭაობებულ ტერიტორიაზე განათავსა, მოსახლეობიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ტერიტორიაზე არარსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა.
ვისი ინიციატივით ან რა პრინციპით შეირჩა ბიუსტისთვის ტერიტორია? კითხვებზე უწყებაში არ გვიპასუხეს.
ცნობისთვის, მონუმენტზე ამოტვიფრულია ისტორიული კინტრშის ხეობის და თანამედროვე ქობულეთის მკვიდრი მოსახლეობის გვარები. იოანე ხინოწმინდელის მონუმენტის შემქმნელი, მოქანდაკე დავით ტაკიძეა.
ინფორმაციისთვის, ქობულეთის მერიამ რამდენიმე თქვის წინ, ცენტრალურ პარკში ვოლიერები მოაწყო, თუმცა ფარშევანგების შეძენას სამომავლოდ აპირებს. გალიები ამ ეტაპზე ცარიელია.