დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან - უხვი ნალექის გამო სახლები დაიტბორა
დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან - უხვი ნალექის გამო, ზესტაფონში რამდენიმე სოფელია დატბორილი. ხალხს წყალი სახლების პირველ სართულებზე შეუვარდა.
დაიტბორა მიწის ნაკვეთებიც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხალხი ამბობს, რომ უკვე წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას სტიქიასთან გასამკლავებლად საპრევენციო ზომების გატარების მოთხოვნით მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.