გადასცემს თუ არა თბილისი ბაქოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს - საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის პროცესი იმართება

28.11.24 16:34
გადასცემს თუ არა თბილისი ბაქოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს - საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის პროცესი იმართება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, საემიგრაციო წინასწარ პატიმრობაში გაშვებული ჟურნალისტის საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროცესზე აფგან სადიგოვი ეტლით მოიყვანეს, რადგან მას შიმშილობის გამო გადაადგილება უჭირს. 

სადიგოვის ადვოკატი და ოჯახი ამბობს, რომ სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ფიქრობენ, რომ დღეს საბოლოოდ გაფორმდება გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სადიგოვს აზერბაიჯანს გადასცემენ. 

არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე დზრეს ობიექტური იქნება და გადაწყვეტილებას აფგანის სასარგებლოდ მიიღებს. მისი გადაცემა აზერბაიოჯანული მხარისთვის არის დაკვეთა და ამ დაკვეთას უპირობოდ შეასრულებს ქართული მხარე. ივანიშვილის რეჟიმმა ამ 4 თვის განმავლობაში დაგვარწმუნა, რომ სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ყველა გზა ვცადეთ, თუმცა ამაოდ. ზუსტად ამ ყველაფერს აპროტესტებს ჩემი ქმარი და შიმშილობს 69 დღეა. 30 კგ აქვს დაკლებული, დაუძლურებულია, პრაქტიკულად, წამების ტოლფასია მისი ყოფა. საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ვრჩებით, - ამბობს აფგან სადიგოვის მეუღლე. 

ოჯახი სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას 4 თვის განმავლობაში ითხოვდა. ალიევის რეჟიმს გამოქცეული სადიგოვი ამტკიცებდა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი ტყვეა და აზეირბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, მას წამებით სიკვდილი ელის.  

 

მსგავსი სიახლეები