სასამართლომ ჯგუფი "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი დაუსწრებლად, 5000 ლარით დააჯარიმა

28.11.24 16:15
სასამართლომ ჯგუფი "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი დაუსწრებლად, 5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ ჯგუფი "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი დაუსწრებლად, 500 ლარით დააჯარიმა. 

სასამართლო ღლოტს ედავებოდა, რომ სწორედ მის მიერ ორგანიზებული აქციის დროს გადაიკეტა ქუჩები. 

ღლონტის თქმით, "რეჟიმს, თავის თავზე აქვთ გადაწყვეტილების სისტემა მორგებული."

დამაჯარიმეს 5000 ლარით, დაუსწრებლად. როგორც ჩანს გაუგებრობა მოხდა. მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა, მთელი გუნდი ვიყავით და ჩავინიშნე 29 ნოემბერი პირველი საათი, მაგრამ აღმოჩნდა., რომ გაიმართა გუშინ 5 საათზე და როგორც ორგანიზატორი, დამაჯარიმეს 5000 ლარით, - განაცხადა ღლონტმა "პირველებთან". 

ცნობისთის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ 9 პირი, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა, 10 ნოემბერს, მარჯვენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლემ ყველა მათგანი 500-500 ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ამავე ეპიზოდზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ნინო ლიპარტელიანიც, ისიც 500 ლარით დაჯარიმდა.

ამასთან, კიდევ ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებით, 500 ლარითაა დაჯარიმებული "ჩემი ხმის" დამკვირვებელი, გურამ ჩუხრიკიძეც.

 

მსგავსი სიახლეები