უამინდობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი მუშაობას დროებით წყვეტს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუშაობას დროებით წყვეტს.
პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სგპ ყაზბეგი ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.