ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება

28.11.24 18:12
ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება

ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდება.

როგორც ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, ე.წ. არჩევნების ჩატარება 20-25 მლნ რუბლი დაჯდება.
 
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ე.წ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყება და კენჭისყრამდე 40 დღით ადრე დასრულდება. 

შეგახსენებეთ, რომ ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანია დროებით ჩაანაცვლა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ.