“გამოდი, იბრძოლე“ - “ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დაანონსდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან, გორგასლის ქუჩაზე აქცია დაანონსდა.
სამოქალაქო საზოგადოება სოციალური ქსელით ყველას მოუწოდებენ ქუჩაში გავიდნენ და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, გააპროტესტონ.
მეგობრებო, მყისიერი რეაგირება. გავდივართ ქოცების ოფისთან, მისამართი: ორთაჭალა, გორგასლის #20“, - წერენ ჯგუფებში.
“ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები უკვე გამოჩნდნე. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მივიდნენ ადგილზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.