20:00 საათზე, ქუთაისში, "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება

28.11.24 19:30
20:00 საათზე, ქუთაისში, "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება

ივანიშვილის გუნდის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია დაანონსდა. საპროტესტო აქცია 20:00 საათზე დაიწყება. 

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.