"ეს არის წინაპრების საფლავებზე დაფურთხება" - გაბრაზებული მოქალაქეები ქუჩაში გადიან

28.11.24 20:34
"ეს არის წინაპრების საფლავებზე დაფურთხება" - გაბრაზებული მოქალაქეები ქუჩაში გადიან

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. პარლამენტის წინ დგას ცირა ელისაშვილი. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ "ოცნების" ეს განცხადება "წინაპრების საფლავებზე დაფურთხებაა". 

დამთავრებული არ ქონდა განცხადება, წამოეწია პუტინის მადლობა. ახლა ჯერი არა პოლიტიკოსებზე, არა ენჯეოე სექტორზე,  არამედ თითოეულ ჩვენგანზეა. არცერთი თავმოყვარე სახელმწიფოს მოქალაქე იმას არ აიტანს, რაც ახლა დღეს ხდება საქართველოში. ეს არის ჩემი წინაპრების საფლავებზე დაფურთხება, რასაც არავის არ ვაპატიებთ", - განაცხადა ცირა ელისაშვილმა. 

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.