პროტესტი ქუთაისში - გაბრაზებულმა მოქალაქეებმა "ოცნების" ოფისის წინ გზა გადაკეტეს
პროტესტი ქუთაისში - მოქალაქეებმა "ოცნების" ოფისის წინ გზა გადაკეტეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
აქციაა ამ წუთებში საქართველოს სხვა რეგიონებშიც. "ოცნების" განცხადების შემდეგ, გაბრაზებული მოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხეში გამოდიან ქუჩაში.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.