პროტესტი ბათუმში - მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან
პროტესტი ბათუმში - "ოცნების" განცხადების შემდეგ, გაბრაზებული მოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხეში გამოდიან ქუჩაში. ბათუმელები ერას მოედანზე იკრიბებიან.
ხალხი შეიკრიბა ქუთაისშიც - მოქალაქეებმა "ოცნების" ოფისის წინ გზა გადაკეტეს.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.