“ჩემი საქართველო გრუზია არ არის“- ზუგდიდში მოქალაქეები ქუჩაში გადიან

28.11.24 20:42
“ჩემი საქართველო გრუზია არ არის“- ზუგდიდში მოქალაქეები ქუჩაში გადიან

“ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას მოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხეში აპროტესტებენ.

ქუჩაში გამოვიდნენ ზუგდიდში. აქცია ჩაინიშნა გორშიც.

საპროტესტო ტალღა, თბილისის პარალელურად, თითქმის, ყველა რეგიონში აგორდა.

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.