აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის წინ შეკრებილები საზოგადოებას აქციაზე მისვლის და პროტესტისკენ მოუწოდებენ.
“დღეს ბოლო შანსია, რომ გამოხვიდეთ და დადგეთ აქ“, - ამბობენ ისინი.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.