“ხელისუფლება ცდილობს გაარუსოს ხალხი“ - “ოცნების" გადაწყვეტილებას გორშიც აპროტესტებენ
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ გორშიც - საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ.
შეკრებილები ამბობენ, რომ “ხელისუფლება ცდილობს მთლიანად გაარუსოს ხალხი.“
ეს დიდი სირცხვილია, რომ ჩვენს ქვეყანას 4-5 და 10 წელი ევროპას დაშორებულები უნდა ვიყოთო, გვეუბნებიან“, - ამბობს აქციის მონაწილე.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ისინი “ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკას არ შეურიგდებიან“.