სპეცრაზმი მოქმედებაში მოიყვანეს
რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან დაიძრა - მოქმედებაში მოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.
პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. პოლიცია სავარაუდოდ რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.
რამდენიმწ წუთის წინ პარლამენტთან, ე.წ. რობოკოპებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.