სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო (ვიდეო)

29.11.24 02:16
სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო (ვიდეო)

სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო - საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალები წყლის ჭავლს იყენებენ და აქციის მონაწილეების დაშლას ამ ხერხით ცდილობენ.

ვითარება დაძაბულია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები ახერხებენ, თავი აარიდონ წყლის ჭავლს და კვლავ ადგილზე რჩებიან.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალითი აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.