"თავისუფლების მოედნიდან" რობოკოპები დაიძრნენ - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

29.11.24 02:26
"თავისუფლების მოედნიდან" რობოკოპები დაიძრნენ - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რამდენიმე წუთია, მომიტინგეების დაშლას სასტიკი მეთპოდებით ცდილობს, არიან ნაცემები და დაკავებულები.

ჭიჭინაძის ქუჩაზე პირველ ხაზზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები განალაგეს. "თავისუფლების მოედნიდან" ე.წ. რობოკოპები დაიძრნენ, მათთან ერთად გადაადგილდებიან წყლის ჭავლის დამატებითი მანქანებიც. 

ამ დროისთვის, ჭიჭინაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია.