დაშავებულია აქციის ათობით მონაწილე - არსებობს ეჭვი, რომ წყალს ქიმიური ნივთიერებები შეურიეს
სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო - დაშავებულია აქციის ათობით მონაწილე. ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ, ათობით სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, სადაც აქციის მონაწილეებს, დაშავებულები ინტენსიურად მოჰყავთ.
ყველა მათგანს სუნთქვის უკმარისობა და სახის მძიმე ტკივილი აღენიშნებათ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეცრაზმი მათ დამიზნებით, სახეში და თვალებში ასხამენ სავარაუდოდ ქიმიურ ნივთიერებებს, რის შემდეგაც მათ გადადგილება და ხედვა უჭირთ.
აქტივისტები ეჭვობენ, რომ წყალში სპეციალური ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რომელიც მხედველობას აუარესებს და სუნთქვის უკმარისობას იწვევს.