ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ აქციაზე დაზიანება სპეცრაზმმა მიაყენა

29.11.24 02:46
ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ აქციაზე დაზიანება სპეცრაზმმა მიაყენა

რუსთაველზე მიმდიNAრე აქციაზე “გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ჩელე ყურუა დაშავდა. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის სნაიპერის სამიზნე გახდა.

ოპოზიციონერს დაზიანება შუბლის არეში აღენიშნება.

სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო - დაშავებულია აქციის ათობით მონაწილე. ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ, ათობით სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, სადაც აქციის მონაწილეებს, დაშავებულები ინტენსიურად მოჰყავთ. 

ყველა მათგანს სუნთქვის უკმარისობა და სახის მძიმე ტკივილი აღენიშნებათ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეცრაზმი მათ დამიზნებით, სახეში და თვალებში ასხამენ სავარაუდოდ ქიმიურ ნივთიერებებს, რის შემდეგაც მათ გადადგილება  და ხედვა უჭირთ.