ჯგუფური თავდასხმა “ტვ პირველის“ ტელეოპერატორზე - გიორგი შეწირულს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა
ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე, გიორგი შეწირულზე, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა.
"ტვ პირველის" თანამშრომელი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა.
"შაბათის ეთერის" რეპორტიორს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.
"პირველების" კორერესპოდენტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დამიზნებით სახეში დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება შეასხეს, რის გამოც მას სპაზმური შეტევა აქვს.
ამასთან, დაზიანებულია ტვ პირველის სამაუწყებლო აპარატურა.
პარლამენტთან მდებარე მოვლენების გაშუქების დროს გაითიშა ტვ პირველის სამაუწყებლო სიგნალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ემუქრებიან პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებს, მათ შორის მუქარა განხორციელდა ტვ პირველის რეპორტიორის ნანუკა ქაჯაიას მისამართით.
რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაიაც დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიუხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.
შენიშვნა: ფოტო არქივიდან