საია სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტებზე საუბრობს

29.11.24 03:46
საია სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტებზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტების მიზანმიმართულ დაზიანების ფაქტებზე საუბრობს და წერს, რომ ეს “მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.“

საია სამართალდაცმეველებს მოუწოდებს, ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და არ შეასრულონ უკანონო დავალებები.

მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს.

იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის შესაბამისად.

ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

არ შესრულონ უკანონო დავალებები“, - წერია საიას განცხადებაში.