“ჩემი ხმა“: პოლიცია მიზანმიმართულად აყენებს ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას

29.11.24 04:35
“ჩემი ხმა“: პოლიცია მიზანმიმართულად აყენებს ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას

ორგანიზაცია “ჩემი ხმა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა “ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ”.

“პოლიცია ახლაც აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების თბილისის ქუჩებში დევნას, შეურაცხყოფას და ცემას“,- წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კონსტიტუციის, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და "პოლიციის შესახებ" კანონების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაიწყო პროევროპული მშვიდობიანი შეკრების წყლის ჭავლით (რომელშიც გარეულია ქიმიური მინარევები), ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით დაშლა, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება, რომელსაც თან ახლავს მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

პოლიცია ახლაც აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების თბილისის ქუჩებში დევნას, შეურაცხყოფას და ცემას.

ასევე, აქციის დროს პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას.

პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ”, - ნათქვამია განცხადებაში.