სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებს და სცემს - ახალი კადრები

29.11.24 04:29
სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებს და სცემს - ახალი კადრები

 

 

რუსთაველის გამზირზე გამაგრებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, აქციის მშვიდობიანი მონაწილე, რომელიც განცალკევებით იდგა და კომინიკაციაში არავისთან შესულა, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წრეში შეითრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა დაკავება რამდენიმე საათის წინ დაიწყო.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შსს წყალში ქიმიურ ნივთიერებებს ურევს. ჭავლთან ერთად გამოყენებულია წიწაკის სპრეიც.