სპეცრაზმი ქალებზეც ძალადობს - რუსთაველზე ძალადობრივი დაკავებები განაახლეს (ვიდეო)

29.11.24 05:18
სპეცრაზმი ქალებზეც ძალადობს - რუსთაველზე ძალადობრივი დაკავებები განაახლეს (ვიდეო)

 

 

სპეცრაზმი ქალებზეც ძალადობს - გომელაურის უწყების თანამშრომლებმა დაკავებები განაახლეს.

ისინი წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს იყენებნ იმისთვის, რომ მოქალაქეებზე დაზიანებები მიაყენონ. რობოკოპები ისვრიან ქვებსაც და რამდენიმე მათგანი ერთ ადამიანს ჯგუფურად ესხმიან თავს.

სპეცრაზმელები განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან აქციის თითოეულ მონაწილეს. 

უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა დემონსტრანტები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ.