პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა
გომელაურის პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 43-ვე პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად.
"აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს." აცხადებს შსს.
ამავე განცხადებაში უწყება ამტკიცებს რომ "აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად" მათი 32 თანამშრომელი დაშავდა და ნაწილს მძიმე დაზიანებები აქვს.
გომელაურის სამინისტრო მოქალაქეებს "პროვოკაციულ ქმედებებში" ადანაშაულებს, თუმცა არაფერს წერს მოძალადე პოლიციელების მხრიდან ნაცემ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე.