გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია - ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი დარბევის ღამეს ეხმაურება, სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას გმობს და აცხადებს, რომ მსგავსი ძალადობა ევროკავშირისთვის მიუღებელია.
ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში შევაჩერეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მაგრამ ჩვენ დაგელოდებით მოლაპარაკების მაგიდაზე. განიხილება ყველა ვარიანტი და ვარიანტებს შორის ასევე არის ვიზალიბერაციის შესაძლო გაჩერებაც. ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების დისკუსიის საგანი. პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, ევროკავშირი დგას თქვენს გვერდით. ჩვენ სრულიად გვესმის თქვენი გაბრაზება, ჩვენ გვესმის თქვენი სასოწარკვეთილება, ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, ეს სურვილი ჰქონდა საქართველოს მთავრობასაც. მესმის რომ გუშინდელმა განცხადება ძალიან ბევრი ადამანისთვის შოკისმომგვერელი იყო. დემონსტრაცია ორგანიზებული არ იყო, ეს ქართველო ხალხოს სპონტანური რეაქცია იყო, არამხოლოდ თბილისში არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩვენ დავინახეთ, რომ ძალადობა იყო გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინაღმდეგ. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატონ მათი აზრი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
შსს-ს ცნობით, გომელაურის პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა.