"ოცნება" დილიდან პროტესტის კვალის წაშლას ცდილობს
პარლამენტის წინ ამ დრომდე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. დღეს დილიდან "ოცნება" პარლამენტის შენობაზე და მიმდებარედ პროტესტის კვალის წაშლას ცდილობს.
ქვეყანაში შავი პარასკევი გათენდა. სისხლიანი ღამის კვალი ქვეყნის ცენტრალურ მოედანს ამ დრომდე ეტყობა. შლიან, თუმცა მაინც ეტყობა. გარუსების წინააღმდეგ ხალხი ახალ აჯანყებას ამზადებს - ამ მოწოდებით დღეს ქუჩაშიი გასვლას ისევ ათასობით ადამიანი აპირებს.