მიზანმიმართული ანგარიშსწორება მედიის წინააღმდეგ - კაციტაძის უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება

29.11.24 11:48
მიზანმიმართული ანგარიშსწორება მედიის წინააღმდეგ - კაციტაძის უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება

მიზანმიმართული ანგარიშსწორება მედიის წინააღმდეგ - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით არის დაწყებული, თუმცა ჯერჯერობით "პირველებისთვის" არ განუმარტავთ, თუ რომელი ჟურნალისტების საქმეს იძიებს საგამოძიებო.
კარლო კაციტაძის უწყებაში ამბობენ, რომ მათ გამოძიება დაიწყეს, როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ასევე საგამოძებოში შესული შეტყობინებების საფუძველზე. 

Mediaombudsman / მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.