ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მალის რკალის მოტეხილობა აქვს

29.11.24 11:54
ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მალის რკალის მოტეხილობა აქვს

ექიმის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს.

როგავას რუსთაველის გამზირზე მუშაობისას გასულ ღამეს, სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს. 

Mediaombudsman / მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

ფოტო: ფორმულა