ადვოკატების თქმით, დაკავებულები სასტიკად ნაცემები არიან
უფლებადამცველები ამ დრომდე ეძებენ სისხლიანი ღამის მძევლებად ქცეულ მომიტინგეების ნაწილს. წინასწარი მოთავსების იზოლატორებთან ადვოკატები დილიდან გამოჩნდნენ. ვინც დაკავებულები მოინახულა, ამბობენ, რომ აქტივისტები სასტიკად არიან ანცემები და ძალადობის კვალი აღენიშნებათ.
ვინახულე 3 დაკავებული. შემიძლია ვთქვა, რომ მეტნაკლებად ყველას აღენიშნება ფიზიკური ძალის გამოყენების კვალი. ბოლო დროს, მანქანით გადაყვანის დროს მიმართავენ ცემას, სადაც ფიზკურად სასტიკად უსწორდებიან, გამეტებით სცემენ, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ მათ - სახის, თვალის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას.
იდგნენ წინა რიგში, სამართალდამცველების მხრიდან ხდებოდა რამდენიმე პირის ერთდროული გამოვარდნა და შეთრევა ჯაჭვის მეორე მხარეს და უკვე მათზე არასათანადო მოპყრობის გამოყენება", - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
არსებობს კადრები და არსებობს ფაქტები, რომ მოქალაქეები ცემეს, საპოლიციო კორდონში შეითრიეს და ერთ ადამიანს რამდენიმე ნიღბიანი უსწორდებოდა. შემდეგ ეს ადამიანები დააკავეს. გომელაურის აგრესიული რაზმის წევრებმა ნაცემი მომიტინგეები იზოლატორებში გადაიყავენს. შსს-ს ცნობით, სულ აქციაზე 53 პირია დაკავებული.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.