ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, გარეული იყო რაღაცა ტიპის ნივთიერება... ეს იყო სრულიად უკანონო - ქურდოვანიძე

29.11.24 13:55
ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, გარეული იყო რაღაცა ტიპის ნივთიერება... ეს იყო სრულიად უკანონო - ქურდოვანიძე

აქციის მონაწილეების თქმით, წყლის ჭავლის მანქანა უშვებდა წყალთან ერთად დაუდგენელ ქიმიურ ნივთიერებას რომელიც იწვევდა მომენტალურ სპაზმს და ადამიანი გონებას კარგავდა.

"საიას" აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, გარეული იყო რაღაცა ტიპის ნივთიერება, რომელიც რეაქციას იწვევდა.

ეს იყო სრულიად გასული კანონს ფარგლებიდან - აცხადებს ქურდოვანიძე. 

გამოყენებული საშუალებები, რა თქმა უნდა იყო უკანონო. არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ის ძალა, რომელიც გამოიყენა. ის იყენებდა სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რომელშიც სავარაუდოდ იყო გარეული, რაღაცა ტიპის ნივთიერება, რომელიც იწვევდა რეაქციას. ეს იყო სრულიად გასული კანონს ფარგლებიდან, ეს იყო სრულიად გასული საერთაშორისო სტანდარტებიდან და იქცეოდა ხელისუფლება ისე, რომ მას უბრალოდ უნდოდა დემონსტრაციულად დაესაჯა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას გუშინ. შერევა ორი საშუალების ერთმანეთთან და ამ გზით დემონსტრანტების წინააღმდეგ მისი გამოყენება არის საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა და მოწოდება, რომ ვინმემ ის გამოიძიოს უკვე უადგილოც არის, აქედან გამომიდინარე, რომ ჩვენ არცერთი ასეთი ფაქტი არ გვიხილავს, რომელიც გამოუძიებია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს'', - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე 43 მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს.