გერმანელ ჟურნალისტს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, გურამ როგავას 4 კვირა მოუწევს ფიქსატორის ტარება - ექიმი
ინგოროყვას კლინიკის ექიმის თქმით, კლინიკაში აქციაზე დაშავებული 8 პაციენტი იქნა მიყვანილი, რომელთაგან ხუთი სტაციონარულ მეთვალყურეობას აგრძელებს.
ექიმის განმარტებით, გერმანელ ჟურნალისტს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ჟურნალისტ გურამ როგავას კი 4 კვირა მოუწევს ფიქსატორის ტარება.
სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იყო 8 პაციენტი. სამმა უკვე დატოვა კლინიკა. ხუთი პაციენტი აგრძელებს სტაციონარულ მეთვალყურეობას აქედან, სამი პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან მათ აქვთ სხეულის სხვადასხვა მიდამოში რბილი ქსოვილის დაზიანება მხოლოდ. თუმცა ორი პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. აღენიშნებოდა ქალა სარქვლის ძვლების მოტეხილობა. ტრავმული სისხლჩაქცევა. სტაბილურია ახლა მდგომარეობა. ასევე 40 წლის მამაკაცი, რომელსაც აქვს სახის ძვლების მოტეხილობა,კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობა. გერმანელ ჟურნალისტს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ტრავმული სისხლ ჩაქცევისა და ქალა სარქვლის მოტეხილობის გამო.
გურამ როგავას სავარაუდოდ დასჭირდება 4 კვირის განმავლობაში ატაროს ფიქსატორი და საჭიროა მისი მეთვალყურეობა'', - ამბობს ექიმი.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.