გუშინდელი სისხლიანი დარბევის ამბავმა საერთაშორისო მედიის პირველი ფურცლები მოიცვა
საქართველოში მიმდინარე მოვლენებით საერთაშორისო მედიის პირველი ფურცლები აჭრელდა. Reuters, Politico ყველა დასავლური მედია რუსთველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე და სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე წერენ.
გამოცემები წერენ, რომ პოლიციამ და სპეცრაზმმა გამოიყენა არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ რეჟიმს და რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. საერთაშორისო მედიის გვერდზე კარგად ჩანს, რა სისასტიკით უსწორდებოდა პოლიცია აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის რა მოხდა გუშინ რუსთაველის გამზირზე.