გერმანიამ და ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. სასწრაფოდ საჭიროა სანქციები - თომას ჰაკერი

29.11.24 14:58
გერმანიამ და ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. სასწრაფოდ საჭიროა სანქციები - თომას ჰაკერი

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გუშინდელი აქციის დარბევას ეხმაურება.

 

დეკადენტური რეჟიმის ქმედებები, რომლის დღეებიც დათვლილია: დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება, ასევე თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. გერმანიამ და ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. სასწრაფოდ საჭიროა სანქციები'',- წერს თომას ჰაკერი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.