იზოლატორთან სასწრაფოდ დახმარების მანქანებია
ზაჰესის იზოლატორთან სასწრაფოდ დახმარების მანქანებია - დაკავებულ მომიტინგეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც ადვოკატი ეკა ქობესაშვილი "პირველებთან" ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე მდგომარეობაშია, აღენიშნება მოტეხილობები და ეს ყველაფერი დასტურდება ფორმა 100-ით.
ირკვევა, რომ თავდაპირველად დაკავებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იყო გადაყვანილი, სადაც ფორმა-100-ში აღნიშნეს, რომ მას სახის ძვლების მოტეხილობა აქვს, მათ შორის თვალბუდის და ცვხირის მოტეხილობა. ამის მიუხედავად დაკავებული იზოლატორში მაინც გადაიყვანეს, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა, ადგილზე სასწრაფო დახმარება კი მხოლოდ ადვოკატის მისვლის და მოთხოვნის შემდეგ გამოიძახეს.
დაკავებულებს აღენიშნებათ დაზიანებები, ძირითადად თავლის არეში. ხელების არეში და ფეხების არეში. აცხადებენ, რომ არიან პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მათ ნიღბიანების კორდონი გაატარეს და ამ დროს მიიღეს ეს დაზიანებები. დაზიანებები არის საკმაოდ მძიმე ხარისხის, აქვთ ტკივილები. ერთ-ერთი დაკავებულის გადაყვანა მოხდა დილით ქალაქის ტიპის საავადმყოფოში, შემდეგ დაბრუნება, თუმცა დაბრუნების შემდეგ გართულდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლავ მიმდინარეობს მისი სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანა. დაკავებულები, ძირითად არიან ახალგაზრდები, დაზიანება რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში აქვს უკვე ექიმის დასკვნა. მას აქვს სახის ძვლები გაბზარული, საკმაოდ რთული დაზიანება აქვს. დაკავებულებს პოლიცია ედავება წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას. ვიდე არა ერთი არსებობს როგორ ხდებოდა დაკავებულებზე ფიზიკური ზემოქმედება'', - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული სასწრაფო დახმარებამ ამ წუთებში გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში. როგორც ჩანს, დაკავებული მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სასწრაფოს ექიმებმა მისი იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის აგდაწყვეტილება მიიღეს.
ცნობისთვის, გუშინ ღამით "ოცნება" გომელაურის რაზმის დახმარებით რუსთაველის გამზირზე სისხლიანი ღამე მოაწყო - დაკავებულია 43 მშვიდობიანი მომიტინგე. ადვოკატების თქმით, მათი ნაწილი სასტიკად ნაცემია და დაზიანებები ხილულად აღენიშნებათ.