მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობით მოხდა - ტარიელ ბაქრაძე

19.03.21 18:46
მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობით მოხდა - ტარიელ ბაქრაძე

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის, ბიძა აცხადებს, რომ ტრაგედია ექიმების დაუდევრობის გამო მოხდა. ოჯახი იმასაც ვარაუდობს, რომ მეგი ბაქრაძე ჯერ კიდევ ახალციხეში გარდაიცვალა.

როცა მეგის მძიმე მდგომარეობის შესახებ გაიგო, მისი მეუღლე სანახავად მივიდა და ნახა, რომ, ის იწვა საკაცეზე და გადაფარებული ჰქონდა ზეწარი, ირგვლივ კი მედიკოსები არ იმყოფებოდნენ. მეგის მეუღლე აღელვებული იყო და მე ამას ვერ დავამტკიცებ, თან მეგის მკურნალი ექიმი, რატიანი, თბილისში გვეუბნებოდა, ცოცხალია და მართვით აპარატზეა მიერთებულიო. ოჯახს მიაჩნია, რომ მეგი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. ყველაფრის გასარკვევად ჩვენ ავიყვანეთ ადვოკატი. მე პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ, სიმართლის დადგენა მინდა - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე.

გარდაცვლილის ოჯახმა ადვოკატები აიყვანა და ალტერნატიულ გამოძიებას  გეგმავს.

საქმეში ორი ადვოკატი ჩავერთვებით, სისხლის სამართლის და სამოქალაქო, თვალყურს მივადევნებთ გამოძიებას, შევისწავლით სამედიცინიო დოკუმენტაციას, გავიგებთ, იყო თუ არა დარღვეული ინუნიზაციის და უკუშედეგების შემდგომი მართვის პროტოკოლი,  ალტერნატიულ ექსპერტიზასაც ჩავატარებთ. ჯერ ველოდებით გამოძიების შედეგებს -აცხადებს ადვოკატი

მეგი ბაქრაძეს ასტრა ზენეკას ვაქცინა გუშინ ახალციხის კლინიკა ,,იმედში" გაუკეთეს, აცრიდან ნახევარ საათში მედდას ჯანმრთელობის გაუარესება დაეწყო, ის კომასი ჩავარდა და მართვით აპარატზე გადაიყვანეს. კატასტროფის ბრიგადამ მეგი ბაქრაძე თბილისში გადაიყვანა. მეგი ბაქრაძე დღეს  გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები