ბავშვებს შეგნებულად ურტყამენ თავში, მოვითხოვთ, ჩაუტარდეთ სამედიცინო ექსპერტიზა - აქციაზე დაკავებულის დედა

29.11.24 15:51
ბავშვებს შეგნებულად ურტყამენ თავში, მოვითხოვთ, ჩაუტარდეთ სამედიცინო ექსპერტიზა - აქციაზე დაკავებულის დედა

ერთ-ერთი დაკავებული დედა ითხოვს, რომ მის შვილს და აქციაზე დაკავებულ სხვა მომიტინგეებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს. 

მშობელს თქმით, დაკავებულები იმდენად ნაცემები არიან და ისეთი დაზიანებები აღენიშნებათ, რომ გართულებებმა შეიძლება ნებისმიერ დროს იჩინოს თავი. 

ტრავმა აქვს მიყენებული ამ ბავშვებს. ქალა-სახის ტრავმა აქვთ მიღებული და როდის გამოიწვევს გართულებას თავის არეში ტრავმა ეს არავინ არ იცის. შეგნებულად, ურტყამენ თავში, სრულიად მშვიდობიან მომიტინგეებს და მე მოვითხოვ აუცილებლად უნდა მოხდეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, გარდა იმისა, რომ აქ უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში ეს ბავშვები. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ეს ბავშვები არიან კონსტიტუციის დამცველები და მთავრობა არის კონსტიტუციის დამრღვევი. ვართ ახლა განერვიულებული მშობლები, მოვდივართ და ვაკითხავთ ჩვენს შვილებს, იმიტომ რომ როდის რა გართულებას გამოიწვევს ეს ტრავმები, არავინ იცის, იმიტომ რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილი აქვთ დაზიანებული და თავის და სახის მიდამო'', - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მშობელი.

ცნობისთვის, გუშინ ღამით "ოცნება" გომელაურის რაზმის დახმარებით რუსთაველის გამზირზე სისხლიანი ღამე მოაწყო - დაკავებულია 43 მშვიდობიანი მომიტინგე. ადვოკატების თქმით, მათი ნაწილი სასტიკად ნაცემია და დაზიანებები ხილულად აღენიშნებათ.  

მსგავსი სიახლეები