''ჩვენ ვირჩევთ ევროპას''- გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

29.11.24 16:09
''ჩვენ ვირჩევთ ევროპას''- გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქციები იწყება რეგიონებში - გორის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. ''გორელები ვირჩევთ ევროპას''- ეს არის აქციაზე გამოსული მოქალაქეების მთავარი ლოზუნგი.

დემონსტრანტები, დღის ბოლოს თბილისში გადაინაცვლებენ და იქ შეუერთდებიან დაგეგმილ აქციას. 

აქციის მონაწილეები, მოუწოდებენ ადამიანებს, პედაგოგებს, რომ გამოვიდნენ და თამამად გამოხატონ პროტესტი და დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი. 

ჩემი ბრაზი ამიტომ დღევანდელი დღით არ არის გამოწვეული, რაც დაიწყო საქართველოში ეს მიტაცებული არჩევნები, მას შემდეგ ვდგავარ ყველა აქციაზე. დილით ვბრუნდები აქციიდან, რომ სკოლა არ გავუცდინო ბავშვებს. ჩემი გაბრაზების მიზეზი, არის ის რომ მოქმედი სამოქალაქო განათლების პედაგოგი  ვარ დემოკრატიის პრინციპებზე ვზრდი მომავალ  თაობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ცენზურაც კი იქნება ცემს საგანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დიდი როლი მაკისრია თავისუფალი მოქალაქის აღზრდაში.  მე მინდა პედაგოგებს, ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, ხალხნო სად დგახართ, ახლა გაჩუმების დრო არ არის. კეთილი განზრახვები არაფერი, თუ კეთილ ქმედებებს არ გადაგვეზრდება. შინაგანი პროტესტი არაფერს ნიშნავს გამოდით და დაიცავი ჩვენი თაობები. ჩვენი თაობების გვერდით დავდგეთ. თავისუფალი მასწავლებები ზრდიან თავისუფალ მოქალაქეებს'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები