სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები პრეზიდენტს ხვდებიან
ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ სადამკვირვებლო მისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები მივიდნენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ახლა მოისმინონ რა გეგმა აქვს ქვეყნის პრეზიდენტს.
ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოება და პოლიტიკური ძალები უნდა კონსოლიდირდეს, რათა დასავლეთს და საზოგადოებას აჩვენონ მათი ძალა.
ვაპირებთ დიდ კორდინაციას ყველა ჯგუფთან, რომელიც იზიარებს ჩვენი ბრძოლის მიზანს, რომელიც არის საქართველოს ინტეგრაცია და ამ უკანონო და არალეგიტიმური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ, ერთე-ერთი მიზეზი, რატომაც პრეზიდენტს ვხვდებით, არის გავიგოთ მისი ხედვები და ასევე ვუთხრათ რას ვაპირებთ ჩვენ. საზოგადოება არ გაჩერდება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.