რა იქნება ევროკავშირის რეაქცია "ოცნების" გადაწყვეტილებაზე, ამას მალე ვნახავთ - მიხელსონი
რა იქნება ევროკავშირის რეაქცია "ოცნების" გადაწყვეტილებაზე, ამას მალე ვნახავთ - ამის შესახებ განცხადება "პირველებთან" ინტერვიუში ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილსა და მის მომხრეებს ძალიან მკაფიო მესიჯი უნდა გავუგვზანოთ, რომ საქართველოში აუტანელი მდგომარეობაა - ამბობს მარკო მიხელსონი და ევროკომისიას სანქცირებისკენ მოუწოდებს.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "აუცილებელია პოლიტიკური ზეწოლა და საჭირო ზომები გამოიყენონ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ხალხის ნებას უპირისპირდება".
რა იქნება ევროკავშირის რეაქცია, ამას მალე ვნახავთ. ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ ახლა დაიწყო მუშაობა და ეს ევროკომისიის პრეზიდენტისთვის და უმაღლესი წარმომადგენლისთვის პირველი ტესტი იქნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქართველ ხალხს. შესაძლოა, ჩვენ ლიმიტირებული შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილსა და მის მომხრეებს ძალიან მკაფიო მესიჯი უნდა გავუგვზანოთ, რომ საქართველოში აუტანელი მდგომარეობაა.
რადგან სანქციების ინიცირება ევროკომისიის ხელშია, ევროკომისიიამ ეს უნდა გააკეთოს. პლუს, ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატებიც დააფიქსირებს მათ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ გადაბარების პროცესში არიან. აუცილებელია პოლიტიკური ზეწოლა და საჭირო ზომები გამოიყენონ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ხალხის ნებას უპირისპირდება.
ვფიქრობ, ბრიუსელში საგანგებო დისკუსია უნდა გაიმართოს იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს და რას შეუძლია ამ პროცესზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ევროკავშირის შიგნითაც არის პრობლემა კონსენსუსის მიღწევის კუთხით, რადგან უნგრეთი ამას ეწინააღმდეგება. მაგრამ ახლა ევროკაშირმა უნდა აჩვენოს, რა შეუძლია და მე მეტი მოქმედების დანახვა მინდა.
რუსული იმპერიალიზმი ძალიან აშკარაა და ხვადასხვა ფრონტზე აღწევს წარმატებას , სამწუხაროდ საქართველოშიც. ასევე ბელორუსი რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპირებულია და ჩვენ მსგავს პროცესს საქართველოშიც ვხედავთ. ერთადერთი გამოსავალია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს რა დევს სასწორზე. ევროკავშირმა საქართველში მიმდინარე პროცესების სერიოზულობა უნდა აღიაროს, პირველი, ეს მთავრობა აღიარებული ვერ იქნება ევროკავშირის მიერ და ასევე აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები", - განაცხადა მიხელსონმა.
"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცეს შეაჩერა - როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.