პრეზიდენტის სასახლეში უწყვეტი აუდიენცია გრძელდება - ზურაბიშვილი სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდება

29.11.24 18:14
 პრეზიდენტის სასახლეში უწყვეტი აუდიენცია გრძელდება - ზურაბიშვილი სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში უწყვეტი აუდიენცია გრძელდება. პრეზიდენტი დილიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. მსახიობების, ხელოვანების და რეჟისორების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს ესაუბრება.

შეხვედრაზე ის პოლიტიკოსებიც იმყოფებიან, რომლებიც ადრე ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერები იყვნენ. ისინი პრეზიდენტისგან გეგმას ისმენენ და თავიანთ ხედვებს უზიარებენ.

ერთადერთი პრეზიდენტი გვყავს ლეგიტიმური, ის ვისაც ვენდობით და მის გარშემო უნდა მოხდეს ნამდვილი გაერთიანება. ქართველი ხალხის სულისკვეთება არის დღეს ჰაერში, და იმედი მაქვს, ამას წინ ვერაფერი დაუდგება“, - ამბობს ლანა ღოღობერიძე.

ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის უნიკალურ როლს ვაღიარებთ, ერტის მხრივა და მეორეს მხრივ, რპეზიდენტის, საქართველოს საზოგადოების და პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ერთობას. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, გამოვხატოთ ეს მზაობა და პრეზიდენტამდე მივიტანოთ იმ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც გუშინ მოვისმინეთ“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ სადამკვირვებლო მისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

მათ პრეზიდენტის გეგმა მოისმინეს და აღნიშნეს, რომ ახლა მთავარია, საზოგადოება და პოლიტიკური ძალები კონსოლიდირდეს, რათა დასავლეთს და საზოგადოებას აჩვენონ მათი ძალა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები